ავთანდილ ლომინაძე

დაიბადა 1979 წლის 7 თებერვალს ქუთაისში.
დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლა, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი მენეჯმენტის მიმართულებით, 2002 წელს კი გახდა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური მენეჯმენტის განხრით.
2004 წელს მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში მიკრო დაკრედიტების ექსპერტად.
2005 წელს მუშაობა დაიწყო ფინკა ჯორჯიაში. 2006 წლამდე გახდლად კრედიტ ოფიცერი, 2006-2007 წლებში ქუთაისის და სამტრედიის ოფისების კრედიტ მენეჯერი, 2007-2008 წლებში ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი, 2008-2009 წლებში სამტრედია-ზესტაფონის ფილიალების მმართველი.
2009 წელს ავთანდილი შეუერთდა „ბილაინ საქართველოს“ გუნდს იმერეთის რეგიონალური დირექტორის რანგში.
2010 წელს დაუბრუნდა საბანკო საქმიანობას და გახლდათ „სვის კრედიტის“ საკრედიტო განყოფილების უფროსი.
2011-2012 წლებში ავთანდილი გახლდათ „ფლაინეტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
2012 წელს მუშაობა დაიწყო კორპორაცია ევექსში და გახლდათ სამეგრელოს რეგიონალური დირექტორი. ევექსში ავთანდილმა იმუშავა 2015 წლამდე.
2015-2020 წლებში ავთანდილი იყო „დატაკომის“ აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან წარმოადგენს „ტელეკომ 1“ და არის ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ავთანდილის ძირითადი მიმართულებაა სტრატეგიული დაგეგმარება, ბიზნეს სტრატეგიები და ტელეკომუნიკაციები.
საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილ