
გიორგი გოთოშია
ნიუტელკო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, თანადამფუძნებელი – კოლოკაცისა და დატაცენტრების ოპერატორი
მათემატიკოსი, 90-იანი წლებიდან მუშაობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული ტელეფონიის განხრით.
2004-2009 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის ტელეკომის დირექტორი. ამ პერიოდში მოხდა საქართველოს ოპტიკური ქსელის დაკავშირება თურქეთთან და ამუშავდა ტრანზიტები სომხეთის, აზერბაიჯანის, ევროპის მიმართულებით.
ISOC საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრი
სამუშაო სფერო: საგნების ინტერნეტი, მანქანური ამოცნობა და ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის ეკონომიკური კვლევა.