დარკო პარიჩ, PhD

დარკო პარიჩი არის „ხორვატიის აკადემიური და კვლევითი ქსელის-CARNET”-ის კონსულტანტი, საჯარო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიმართულებით. ის პასუხისმგებელია CARNET-ის საქმეთა კოორდინირებაზე საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებთან. ამასთანავე, ის პასუხისმგებელია CARNET-ის სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროექტების მომზადებასა და განხორციელებაზე საინფორმაციო საზოგადოების სფეროში, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინაციასა და დაგეგმვაზე საჯარო ადმინისტრაციულ ორგანიზაციებთან მიმართებაში. ის მუშაობს პროექტში „European Project GEANT GN4”, როგორც მომსახურების მიღების მიზნის ლიდერი, რომელიც შეადგენს WP4, „ონლაინ მომსახურებების განვითარება და მიწოდება“ სამუშაო პაკეტის ერთერთ კომპონენტს.
დარკომ სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა 2018 წელს, ელექტრონულ ინჟინერიაში, სპლიტის ელექტრონული ინჟინერიის, მექანიკური ინჟინერიისა და საზღვაო არქიტექტურის-FESB ფაკულტეტზე. CARNET-ში მუშაობისას, მან მონაწილეობა მიიღო ქსელის ინფრასტრუქტურასთან, ქსელურ მომსახურებებსა და ქსელის მენეჯმენტის გადაწყვეტილებების დეველოპმენტთან დაკავშირებულ უამრავ პროექტში. ის იყო პროექტის ხელმძღვანელი CARNET-ის ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ქალაქ სპლიტში.
დარკო აგრეთვე იყო ელექტრონულ ხორვატიაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციის სამინისტროს ასისტენტი. საჯარო ადმინისტრაციის სფეროში მისი მუშაობისას, ხელმძღვანელობდა პროექტს e-Citizen, რომლის ავტორიც თავად იყო და რომელმაც უზრუნველყო ხორვატიის ადმინისტრაციის, როგორც მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის. e-Citizen-ი არის ერთ ინტერნეტ პლატფორმაზე გაერთიანებული ვირტუალური საჯარო სექტორი, რომელიც აერთიანებს მოქალაქეთა რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის, ვინაობის დადასტურებისა და ავტორიზაციის ინფრასტრუქტურის პორტალსა და ციფრულ მომსახურებებს, მთავრობის ყველა საჯარო ორგანოდან. ამასთანავე, დარკო წარმოადგენს ხორვატიის პირველი კანონის ავტორს ეროვნული საჯარო საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და საჯარო მონაცემთა ბაზებში მონაცემების გაზიარებისა და ფლობის შესახებ-კანონი „საჯარო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შესახებ“.
ის მუშაობდა ექსპერტად ტვინინგისა და ევროგაერთიანების დაფინანსებულ პროექტებში IT ტექნოლოგიისა და ელექტრონული საჯარო სერვისების სფეროში
პროექტი e-Citizen-ი აღიარებული იქნა საუკეთესო ევროპული საჯარო სერვისების პროექტად, „Open Government Partnership” გლობალურ სამიტზე, რომელიც ჩატარდა 2015 წელს, ქალაქ მეხიკოში.