ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაციების, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მანამდე მუშაობდა საქართველოს ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციაში და საქართველოს კომუნიკაციებისა და ფოსტის სამინისტროში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ისეთი პროექტების, როგორიცაა “საქართველოს მთავრობის ქსელი”, “საქართველოს IT ინოვაციების კონფერენცია” (უმსხვილესი რეგიონალური ICT კონფერენცია) და ა.შ. დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იგი პასუხისმგებელია ICT სტრატეგიების, პროექტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე, როგორც სოციოლურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალისა, რომელსაც მოაქვს უპრეცედენტო სარგებელი საქართველოს შორეული და სასოფლო რეგიონებისათვის ფართოზოლოვანი ქსელების მომსახურების მიწოდებით, რითიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბებას. იგი არის ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული EaP ბაზრის ჰარმონიზაციის პროექტის კოორდინატორი, რომელიც EU4Digital პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა