ვერონიკა ბოკაროვა

მთავარი ანალიტიკოსი, Cullen International, ბელგია

ვერონიკას აქვს 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში.

იგი პასუხისმგებელია Cullen International–ის მარეგულირებელი სწავლებების (ტრანინგების) პორტფოლიოზე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ციფრული ეკონომიკის რეგულირების სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაზე.

ვერონიკა არის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი კვლევისა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2016 წლის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს მიმოხილვას; კვლევა მოიცავს ბაზარზე შესვლის, მწირი რესურსების მართვის სფეროებსა და მომხმარებლებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს (SMART 2015/0003).

ვერონიკამ შეიმუშავა და მრავალ ქვეყანაში განახორციელა შესაძლებლობების განვითარების ინიციატივები პოლიტიკოსებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, ისლანდიის, შვედეთის, ირლანდიის, სლოვენიის, ხორვატიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, სერბეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, კოსოვოს, უკრაინის, ჩილესა და საუდის არაბეთის ჩათვლით.

ვერონიკა ბოკაროვა არის დირექტორი ევროკომისიის პროექტისა – “ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის წევრ ქვეყნებში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების მარეგულირებელი მიღწევებისა და ბაზრის განვითარების მონიტორინგის სერვისების მიწოდება”, SMART 2010/009 (2011– 2014) და SMART 2007/0006 (2008 – 2011), რომელიც ფარავს თურქეთსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

ვერონიკა არის Cullen International-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მენეჯერი და უზრუნველყოფს აღნიშნული რეგიონის 15 ქვეყანაში მარეგულირებელი მიღწევების ანალიზს (2002 – 2008).

Cullen International– ში გაწევრიანებამდე იგი მუშაობდა Ericsson Business Consulting–ში, სტოკჰოლმში.

ვერონიკა ბოკაროვა ფლობს სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკასა და ფინანსებში.