არარეგისტრირებული ტექნიკური საზოგადოების გაერთიანება – საქართველოს
ქსელის ოპერატორთა ჯგუფი GEONOG
წესდება

ზოგადი მიმოხილვა

● არარეგისტრირებული ტექნიკური საზოგადოების გაერთიანება – საქართელოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფი GEONOG ჩამოყალიბდა მხარეების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნიკურ პრობლემებთან და საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებით და აღმოფხვრის გზების განსაზღვრით.
● ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა მხარე წარმოადგენს GEONOG -ის წევრს.
● პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, GEONOG – ის წევრები მიესალმებიან ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და მოცემულ პროცესებში მონაწილეობას.

მისია

● GEONOG-ის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი და რეგიონული ინტერნეტ ტექნიკური საზოგადოების განვითარებას და გახდეს გლობალური ინტერნეტ საზოგადოების ნაწილი;
● GEONOG- ის ინიციატივა ხელს უწყობს დიალოგს ტექნიკურ საზოგადოებას, აკადემიას, მთავრობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;
● GEONOG-ი მიზნად ისახავს დააკავშიროს მსგავსი ინტერესის მქონე ხალხი, როგორც როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე დასწრებით მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიზიარონ იდეები, ცოდნა და კავშირები. GEONOG-ის ინიციატივა მიზნად ისახავს საჯარო კონსულტაციების პროცესის ხელშეწყობას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას ადგილობრივი გამოწვევებისა და საკითხების იდენტიფიცირებასა და განხილვაში;
● GEONOG-ი უნდა ასახავდეს ყველა ჯგუფის ინტერესებს და დაბალანსდეს მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად. ეს უნდა მოხდეს ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით და ადგილობრივი საჭიროებების საფუძველზე. GEONOG- ს ღონისძიების პროგრამა არ უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს.

სტრუქტურა & ორგანიზაცია

● GEONOG- ის მთავარი გადაწყვეტილების მიღების ორგანო წევრთა საბჭო, რომელიც შედგება ტექნიკური საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა დააკადემიის წარმომადგენლებისგან. ფორუმის და საბჭოს წევრობა თავისუფალია და უფასოა.
● GEONOG – ის გამგეობის ყოველწლიური სამეურვეო საბჭო აირჩევს
სამეთვალყურეო საბჭოს სამ მდივანს:
    ○ პროგრამული კომიტეტი (PC);
    ○ აღმასრულებელი კომიტეტი (ExCom);
    ○ საკონსულტაციო კომიტეტი (AdCom);
● PPCom პასუხისმგებელია: შეხვედრებზე პროგრამაზე, დღის წესრიგის შედგენაზე, სპიკერების შერჩევაზე და ა.შ. (12 წევრი) საიდანაც 6 წევრი აირჩევა ფორუმის წევრებიდან ხოლო 6 გარე/მოწვეული სპეციალისტები საბჭოსვე
გადაწყვეტიელბით);
● ExCom პასუხისმგებელია ყველა საორგანიზაციო საკითხზე. (4 წევრები)
● AdCom შედგება 4 წევრისგან და აქვს საკონსულტაციო ფუნქცია.
● ყოველწლიურად, წევრთა საბჭოს წევრები აირჩევენ GEONOG -ის კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის, ამოცანების დელეგირების და ყველა სასაუბრო კოორდინაციის საფუძველზე.
● გადაწყვეტილებები GEONOG-ის მსვლელობისას მიიღება მარტივი უმრავლესობით.

GEONOG-ის პრინციპები

● ინტერნეტში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობა.
● ინტერნეტის მართვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით.
● საერთაშორისო რეგულაციებისა და ეროვნული კანონების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
● მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობა.
● ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა.
● ინტერნეტის უსაფრთხოებისა და საიმედოობის, მდგრადობისა და ნდობის ხელშეწყობა.
● დეცენტრალიზებული და სოციალური პასუხისმგებლობის საფუძველზე ინტერნეტის მართვის მიდგომების შექმნა.
● ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიები და ინტერნეტ-სექტორში მომსახურება.
● ღია ხელმისაწვდომობის პრინციპების განხორციელება და მომხმარებელთა არჩევანის თავისუფლება.
● კონტენტის მრავალფეროვნების ზრდა ინტერნეტში, ადგილობრივი კონტენტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობა.
● GEONOG – ის მიერ შეთანხმებული რეკომენდაცია და მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს.

დაფინანსება

● GEONOG-ი მხარს უჭერს იმ ორგანიზაციებს, რომელთა წვლილი განისაზღვრება სხვადასხვა სახის მხარდაჭერით, მათ შორისაა დაფინანსებისა შეხვედრების დაფუძნება.
● მხარდამჭერ ორგანიზაციებს არც ერთ შემთხვევაში არ აქვთ ფორუმის დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება.

GEONOG შეხვედრები და ღონისძიებები

● შეხვედრების რაოდენობას და ლოკაციას წევრთა საბჭო განსაზღვრავს;
● GEONOG- ის შეხვედრებში ჩართვა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე დასწრებით; ჩატი, აუდიო და ვიდეო სტრიმინგი და თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაძლებელი იქნება ყველა შეხვედრის მსვლელობისას;
● GEONOG-ის შეხვედრები არის დამყარებული თანასწორობის პრინვციპებს;
● GEONOG შეადგენს გაერთიანების წევრების ელექრონული ფოსტის სიას.
● GEONOG ხელს შეუწყობს სიის და სხვა ონლაინ ხელსაწყოების გამოყენებას