2020 წლის 1 დეკემბერს საქსელო პროვაიდერების რიგით მესამე ფორუმი GEONOG2020 ჩატარდა, რომლის კოორდინატორი და ორგანიზატორი იყო “საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია”. ღონისძიება ჩატადა ვირტუალურ ფორმატში და გაიმართა 3 პლენარული სესია, ჩატარდა ტრენინგები და მოხსენებები, რომლებიც მიეძღვნა საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებს და სიახლეებს.

ფორუმს დაესწრო 80-ზე მეტი მონაწილე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან ისევე, როგორც აკადემიური წრეებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ფორუმის სპიკერები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოში ინტერნეტმმართველობის საკითხებში ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

ფორუმის ფინანსური მხარდაჭერია ინტერენტსაზოგადეობა (ISOC) და აიპი მისამართების ევროპული რეგისტრატორი RIPE NCC.

ღონისძიების დღის წესრიგი, მომხსენებლთა სია და ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილეთ აქ: www.nog.ge